რესპუბლიკელმა სენატორმა ტედ კრუზმა ტრამპისთვის ბრალის წაყენებას სამარცხვინო ქმედება უწოდა
15 აგვ
რესპუბლიკელი სენატორის, ტედ კრუზის განცხადებით, აშშ-ს 45-ე პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენება "სამარცხვინო" და "ღიად პოლიტიკური" ქმედებაა.
Fox News-თან საუბრისას მან დემოკრატები „მართლმსაჯულების სისტემის იარაღად გამოყენებაში“ დაადანაშაულა.
"მათ სურთ, რომ სასამართლო პროცესი თავდასხმის იარაღად გამოიყენონ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მომავალი წლის სექტემბერში ან ოქტომბერში, არჩევნების წინ,“ - განაცხადა სენატორმა.
დემოკრატმა პროკურორმა, ფანი უილისმა, ჯორჯიის გუბერნატორისადმი მიწერილ წერილში აღნიშნა, რომ ეს საკითხი გამოძიებული იქნება და განიხილება „ინტერესთა კონფლიქტისა და პოლიტიკური მოსაზრებებისგან თავისუფალი“ გზით.