რესპუბლიკური საავადმყოფოს ამბულატორიას პედიატრიული სერვისი დაემატა
9 სექტემბერი, 2022

რესპუბლიკური საავადმყოფოს ამბულატორიას პედიატრიული სერვისი დაემატა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი და კვალიფიციური მედპერსონალით დაკომპლექტებული ამბულატორია პედიატრიული ასაკის პაციენტებს სრულფასოვან სამედიცინო მომსახურებას გაუწევს.
„პაციენტებს საშუალება ექნებათ მიიღონ პედიატრის, კარდიოლოგის, ნეფროლოგის, რევმატოლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, ოფთალმოლოგის ენდოკრინოლოგის და სხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტების კონსულტაცია. ასევე, ჩაიტარონ მაღალტექნოლოგიური ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევების სრული სპექტრი”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო