Reuters - ევროკავშირი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს გაამკაცრებს, თუმცა სავიზო აკრძალვის დაწესების საკითხზე უთანხმოება რჩება

ამბები/ წყარო: imedinews.ge
Reuters - ევროკავშირი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს გაამკაცრებს, თუმცა სავიზო აკრძალვის დაწესების საკითხზე უთანხმოება რჩება
ამბებიწყარო: imedinews.ge

Reuters - ევროკავშირი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს გაამკაცრებს, თუმცა სავიზო აკრძალვის დაწესების საკითხზე უთანხმოება რჩება

30 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/y_gNs_WVR.jpeg
ფოტო: Reuters

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, სავარაუდოდ, შეათანხმებენ რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების შეჩერებას და რუსებს აიძულებენ უფრო მეტ ხანს დაელოდონ და მეტი გადაიხადონ ვიზებისთვის, თუმცა ბლოკი გაყოფილია რუსეთის მოქალაქეებისათვის სავიზო აკრძალვის დაწესების საკითხზე. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გერმანია და საფრანგეთი აცხადებენ, რომ რუსეთის რიგითი მოქალაქეებისთვის სავიზო აკრძალვის დაწესება კონტრპროდუქტიული იქნება.

„სავიზო გამარტივების შესახებ შეთანხმების შეჩერება თითქმის გარდაუვალია“, - განაცხადა ევროკავშირის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა დიპლომატმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბაერბოკმა განაცხადა, რომ უფრო შორს წასვლა არ არის საჭირო.

„მნიშვნელოვანია, არ დაისაჯონ დისიდენტები, რომლებიც ცდილობენ დატოვონ რუსეთი“, - აღნიშნა მან.

22 აგვისტოს, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ყველა რუსისთვის ევროკავშირის ვიზების გაცემის აკრძალვა საუკეთესო იდეა არ არის და ევროკავშირი უფრო შერჩევითი უნდა იყოს.

16 აგვისტოს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები ჩაკეტონ.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ეს ერთადერთი გზაა, რათა მათ პასუხისმგებლობა იგრძნონ რუსეთის ხელმძღვანელობის ქმედებებზე და პუტინი ომის დასრულებისკენ აიძულონ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო