Reuters - იაპონია ქიმიურ იარაღთან დაკავშირებული საქონლის რუსეთში ექსპორტს აკრძალავს
26 სექტემბერი, 2022
„იაპონიამ მიიღო გადაწყვეტილება რუსეთში ქიმიურ იარაღთან დაკავშირებული საქონლის ექსპორტის აკრძალვის შესახებ. ეს იქნება დამატებითი სანქცია რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის გამო", - ამის შესახებ სააგენტო Reuters იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალური მდივნის, ჰიროკაძუ მაცუნოს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
Reuters-ის ინფორმაციით, იაპონიის მთავრობა რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე საფრთხის გამო "ღრმად შეშფოთებულია". მათივე ცნობით, იაპონიის მხრიდან სანქციების სამიზნე ასევე გახდა 21 რუსული ორგანიზაცია - მათ შორისაა სამეცნიერო ლაბორატორიებიც.
„იაპონია ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის დროს ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობით”, - თქვა მაცუნომ ბრიფინგზე და დასძინა, რომ იაპონია გააგრძელებს მუშაობას საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთისთვის სანქციების დასაწესებლად.