„Reuters-ი“: „აშშ-სა და ევროკავშირში რუსული ფერადი ლითონების იმპორტი გაიზარდა“.

ამბები/ წყარო: www.facebook.com
„Reuters-ი“: „აშშ-სა და ევროკავშირში რუსული ფერადი ლითონების იმპორტი გაიზარდა“.
ამბებიწყარო: www.facebook.com

„Reuters-ი“: „აშშ-სა და ევროკავშირში რუსული ფერადი ლითონების იმპორტი გაიზარდა“.

7 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/Qe_ha2MVg.jpeg

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის მარტიდან ივნისის ჩათვლით, 70%-ით გაიზარდა რუსეთიდან აშშ-სა და ევროკავშირში ფერადი ლითონების, ალუმინის და ნიკელის იმპორტი და 1.98 მილიარდი დოლარი შეადგინა.

დასავლეთის სახელმწიფოების მიერ რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციები სამრეწველო ლითონებს ნაკლებად შეეხო. უკრაინის ხელისუფლება მსოფლიოსგან დიდი ხანია, ითხოვს რუსეთთან ნებისმიერი სახის სავაჭრო ურთიერთობის შეწყვეტას.

ფერადი ლითონების იმპორტის გაზრდის შესახებ „Reuters-ის“ შეკითხვის პასუხად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა სანქციების გაფართოება არ გამორიცხა. სააგენტომ ვერ მიიღო კომენტარი ევროკომისიისგან.

როგორც „Reuters-ი“ წერს, დასავლეთი სირთულეებს განიცდის რუსეთის ეკონომიკაზე ზეწოლის მხრივ, რადგან მან მოსალოდნელზე უკეთესი შედეგი აჩვენა და ნავთობის გაყიდვით მიღებული მაღალი შემოსავალი სანქციების შედეგების კომპენსირებაში ეხმარება.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო