Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთმა, შესაძლოა, თავისი ჯარები სირიიდან უკრაინაში გადაისროლოს

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთმა, შესაძლოა, თავისი ჯარები სირიიდან უკრაინაში გადაისროლოს
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთმა, შესაძლოა, თავისი ჯარები სირიიდან უკრაინაში გადაისროლოს

16 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/JgcTB4nVg.webp

რუსეთს სირიიდან გარკვეული სამხედრო რესურსი თანდათან გაჰყავს, რათა უკრაინაზე ფოკუსირდეს, - ინფორმაციას Reuters-ი თურქეთის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ცნობით, რუსეთმა თურქეთს სირიის ლიდერ, ბაშარ ასადთან ურთიერთობების ნორმალიზება სთხოვა იმისთვის, რომ „სირიაში კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტა დაჩქარდეს“.

„რუსეთს სურს, რომ სირიამ და თურქეთმა დაძლიონ თავიანთი პრობლემები და მიაღწიონ გარკვეულ შეთანხმებებს, რომლებიც შედის როგორც თურქეთის, ასევე სირიის ინტერესებში“, - განაცხადა თურქმა მაღალჩინოსანმა.

ამასთან, დამასკოს მოკავშირე წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ რუსეთი სირიას მოლაპარაკებებისკენ უბიძგებს, რადგან მოსკოვი ცდილობს გააძლიეროს საკუთარი და ასადის პოზიციები იმ შემთხვევაში, თუ მას მოუწევს ძალების გადაყვანა უკრაინაში, სადაც მან მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა გასული კვირის განმავლობაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო