erimedia_ravk/lcqSVWS4R.jpeg

რევანში ბელგიელთან და ურთულესი გზა ფინალამდე - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია!

ამბები
რევანში ბელგიელთან და ურთულესი გზა ფინალამდე - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია!
ამბები

რევანში ბელგიელთან და ურთულესი გზა ფინალამდე - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია!

erimedia_ravk/lcqSVWS4R.jpeg
10 ოქტ

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ტატო გრიგალაშვილი, რომელიც 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიოს პირველობაზე 22 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ჩემპიონობამდე საკმაოდ მძიმე გზა გაიარა. გრიგალაშვილმა გამოსვლა ფრანგ უმარ ჯალოსთან შეხვედრით დაიწყო, რომელიც იპონით დაამარცხა, შემდეგ კი დამატებით დროში დომინიკის რესპუბლიკის წარმომადგენელ მედიქსონ დელ ორბე კორტორეალს ვაზარით მოუგო.

ტატოს მძიმე ორთაბრძოლა ჰქონდა 1/4-ფინალში, სადაც მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ტაკანორი ნაგასე სამი შიდოს წყალობით გამოთიშა ოქროს მედლისთვის ბრძოლას. შეხვედრა დაახლოებით 7 წუთს გაგრძელდა და მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ძიუდოისტი ძალიან დაღლილი იყო, ნახევარფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა, სადაც აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე საეიდ მოლაეის ასევე სამი გაფრთხილება მიაღებინა.

გადამწყვეტ ორთაბრძოლაში გრიგალაშვილმა ბელგიელი მატიას კასე ურთულეს ბრძოლაში დაამარცხა და ამით შარშანდელი მსოფლიოს პირველობის ფინალში მარცხისთვის რევანში აიღო.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ქართველისა და ბელგიელის ფინალი საუკეთესო ორთაბრძოლად დაასახელა: “ეს იყო მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ორთაბრძოლა, რომელიც ტატო გრიგალაშვილის ოქროთი დასრულდა. დაპირისპირება გრძელდება”.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე უკვე იასპარეზეს ლუხუმ ჩხვიმიანმა (60კგ), ვაჟა მარგველაშვილმა (66კგ), ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ), მაგრამ ყველა მათგანი მედლის გარეშე დარჩა. ამდენად, გრიგალაშვილი ქართული დელეგაციიდან პირველია, ვინც ტაშკენტში კვარცხლბეკზე ასვლა მოახერხა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
სოფო გორგოძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას ტოვებს
ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 იდენტიფიცირებული პირის ცხედარი გადმოასვენეს
ქართული ავიაკომპანიებისთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება თურქეთის ნებისმიერ ქალაქში იქნება შესაძლებელი
საქართველოსა და ომანის სასულთნოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის არჩევნებზე ცალ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით წარმოდგენილი, მეორე მხარეს „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა დასახელებებით
Სარეკლამო
უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს მთავრობას, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა
პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება იკრძალება
ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს - ჯოშუა ჰაკს შეხვდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო