რიგაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე 20-მდე ქართული კომპანიის პროდუქცია იყო წარმოდგენილი

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
რიგაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე 20-მდე ქართული კომპანიის პროდუქცია იყო წარმოდგენილი
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

რიგაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე 20-მდე ქართული კომპანიის პროდუქცია იყო წარმოდგენილი

10 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/XANHCYMVR.webp

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ლატვიაში, ქალაქ რიგაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე RIGA FOOD 2022, 20-მდე ქართული კომპანიის პროდუქცია იყო წარმოდგენილი.

გამოფენის გახსნას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიის რესპუბლიკაში თეა მაისურაძე და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი დაესწრნენ.

„საქართველოს მთავრობა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგრძელებს ფერმერების დახმარებას. დღევანდელი გამოფენით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქართული საწარმოები მზად არიან დააკმაყოფილონ ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნები. ვფიქრობ, მთავრობის დახმარება და სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტები, ფერმერებს სტიმულს აძლევს, რომ უფრო მეტი ხარისხიანი და ევროსტანდარტების შესაბამისი პროდუქცია აწარმოონ. როგორც 2022 წლის სტატისტიკა აჩვენებს, ჩვენ გვაქვს სტაბილური ზრდა ევროკავშირის ბაზარზე. ეს ზრდა განპირობებულია სწორედ მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობით“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

საქართველოს ელჩმა ლატვიის რესპუბლიკაში თეა მაისურაძემ ქართული პროდუქციის ევროპულ ბაზარზე პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლატვიის მხრიდან ქართული პროდუქციის მიმართ ინტერესი მზარდია.

გამოფენაზე RIGA FOOD 2022, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელ 20-მდე ქართულ კომპანიას გამოფენაზე წარმოდგენილი ჰქონდათ: კაკალი, თხილი, ღვინო, კენკროვანი კულტურები, ჩირი, ჩაი, ნატურალური წვენები, ტყემალი, სუნელები, თაფლი და სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელები.

კომპანიების წარმომადგენელთა განცხადებით, სახელმწიფოს დახმარებით ქართველი მწარმოებლების გამოფენებში მონაწილეობა, საერთაშორისო ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდას და ბაზრების დივერსიფიკაციას უწყობს ხელს.

RIGA FOOD ბალტიის ქვეყნების ერთ-ერთ ყველაზე დიდი საერთაშორისო გამოფენაა, რომელსაც ყოველწლიურად 20,000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. მიმდინარე წელს, გამოფენაში მონაწილეობას 30 ქვეყანა და მეფუტკრეობის სექტორში მოქმედი 420-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იღებდა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო