რიში სუნაკი - არ უნდა დაგვაძალონ, ვირწმუნოთ, რომ ადამიანებს შეუძლიათ, აირჩიონ ნებისმიერი სქესი, კაცი კაცია და ქალი - ქალი
4 ოქტ
არ უნდა დაგვაძალონ, ვირწმუნოთ, რომ ადამიანებს შეუძლიათ, აირჩიონ ნებისმიერი სქესი, რაც მათ უნდათ, მათ არ შეუძლიათ, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა, კონსერვატიული პარტიის კონფერენციაზე განაცხადა.
ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მშობლებისთვის საკამათო არ უნდა იყოს იმის ცოდნა, თუ რას ასწავლიან სკოლაში მათ შვილებს ურთიერთობების შესახებ.
„პაციენტებმა უნდა იცოდნენ, როდესაც საავადმყოფოები საუბრობენ მამაკაცებზე ან ქალებზე. არ უნდა დაგვაძალონ, ვირწმუნოთ, რომ ადამიანებს შეუძლიათ, აირჩიონ ნებისმიერი სქესი რაც მათ უნდათ, მათ არ შეუძლიათ. კაცი კაცია და ქალი – ქალი, ეს უბრალოდ საღი აზრია“, – განაცხადა რიში სუნაკმა.