erimedia_ravk/3TguFkhIR.jpeg

რიში სუნაკი - ბრიტანეთის პოზიცია პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებასთან დაკავშირებით არ შეცვლილა

ამბები
რიში სუნაკი - ბრიტანეთის პოზიცია პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებასთან დაკავშირებით არ შეცვლილა
ამბები

რიში სუნაკი - ბრიტანეთის პოზიცია პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებასთან დაკავშირებით არ შეცვლილა

erimedia_ravk/3TguFkhIR.jpeg
6 თებ

ბრიტანეთის პოზიცია პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებასთან დაკავშირებით არ შეცვლილა. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა „სქაი ნიუსთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა. სუნაკმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ ქემერონის თქმით, ბრიტანეთს შეუძლია, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ოფიციალურად აღიაროს პალესტინის სახელმწიფო ისე, რომ არ დაელოდოს, რა შედეგს მოიტანს ისრაელსა და პალესტინას შორის მრავალწლიანი მოლაპარაკება ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის შესახებ.

„პოზიცია, რომელიც მთავრობას უკვე დიდი ხანია, უკავია არის ის, რომ ჩვენ ვაღიარებთ პალესტინის სახელმწიფოს მაშინ, როდესაც ეს ხელს შეუწყობს სამშვიდობო პროცესებს. ვფიქრობ, რომ ქემერონის სიტყვები ზედმეტად ინტერპრეტირებული იყო“, – თქვა სუნაკმა.

​ბრიტანეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ ახლა უფრო მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება უნდა მოხდეს, როგორებიცაა ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება და „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი ხალხის გათავისუფლება.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო