როდის დამტკიცდება მესტიის განაშენიანების გენგეგმა? - მერის პასუხი

ამბები/ წყარო: bm.ge
როდის დამტკიცდება მესტიის განაშენიანების გენგეგმა? - მერის პასუხი
ამბებიწყარო: bm.ge

როდის დამტკიცდება მესტიის განაშენიანების გენგეგმა? - მერის პასუხი

3 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/0n89HGM4R.png

რეგიონებში, რომელიც ტურისტულად მიმზიდველია, ქაოსური განაშენიანება ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა. აღნიშნულ გამოწვევაზე განსაკუთრებით მესტიაში საუბრობენ, სადაც განაშენიანების გეგმაზე მუშაობა წლებია მიმდინარეობს თუმცა, ამ დრომდე, აღნიშნულ არეალს დოკუმენტი, რითაც მესტიის განაშენიანება უნდა მოხდეს არ აქვს.

ყოველივე ეს მესტიას ქაოსური განაშენიანების საფრთხის წინაშე აყენებს. პრობლემაზე სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენლებმაც ისაუბრეს და წუხილი გამოთქვეს, რომ თუ ასე გაგრძელდა მესტია ტურისტებს დაკარგავს, რადგან მათ ადგილზე ის ავთენტური გარემო აღარ დახვდებათ, რის გამოც ისინი მესტიას სტუმრობენ.

მესტიის მერის, კახა ჟორჟოლიანის თქმით, გენგეგმის დამტკიცება დოკუმენტის საჯარო განხილვებსა და მოსახლეობის შენიშვნებზეა დამოკიდებული.

“მესტიის გენგეგმის დიდი ნაწილი დამუშავებულია, ჩაბარებული გვაქვს, მაგრამ დაგვრჩა რაღაც ნაწილი, რომელიც დასამუშავებელია და შესათანხმებელია მოსახლეობასთან. ნოემბრის შემდეგ ველოდებით საჯარო განხილვების დაწყებას. პროცესი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა შენიშვნები ექნება მოსახლეობას,” - ამბობს მესტიის მერი.

ცნობისთვის, მესტიისა და მულახის სივრცითი მოწყობისა და მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა 2016 წელს დაიწყო. მულახის გენგეგმა დამტკიცდა, თუმცა მესტიაში პროცესები ამ დრომდე არ დასრულებულა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო