erimedia_ravk/oWyeOlmSg.jpeg

როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, აზერბაიჯანმა ყარაბაღში ადგილობრივი ანტიტერორისტული ღონისძიებები დაიწყო

ამბები
როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, აზერბაიჯანმა ყარაბაღში ადგილობრივი ანტიტერორისტული ღონისძიებები დაიწყო
ამბები

როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, აზერბაიჯანმა ყარაბაღში ადგილობრივი ანტიტერორისტული ღონისძიებები დაიწყო

erimedia_ravk/oWyeOlmSg.jpeg
19 სექ

აზერბაიჯანმა ყარაბაღში ადგილობრივი ანტიტერორისტული ღონისძიებები დაიწყო. ამის შესახებ მედია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.

"ყარაბაღის რეგიონში სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების მიერ აზერბაიჯანის არმიის პოზიციების სისტემატური დაბომბვა, ჩვენი ტერიტორიების მუდმივი დანაღმვა, საბრძოლო პოზიციების საინჟინრო გაუმჯობესების მიზნით სამუშაოების ჩატარება, ბოლო თვეებში სანგრების რაოდენობის გაზრდა კიდევ უფრო დიდი დაძაბულობის მიზეზი გახდა", - აცხადებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო.

მათივე თქმით, ასევე შეინიშნება "საბრძოლო პოზიციების გაძლიერება პერსონალით, ჯავშანტექნიკით, საარტილერიო დანადგარებითა და სხვა ცეცხლსასროლი იარაღით, ქვედანაყოფების მაღალ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანა, დამატებითი სამობილიზაციო ნაწილების შექმნა, აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების წინააღმდეგ სადაზვერვო საქმიანობის გაფართოება, ჩვენს პოზიციებში ღრმად შემოჭრა და ნაღმებისგან გაწმენდილი ტერიტორიის და სამოქალაქო დანიშნულების გზების დივერსიული და ტერორისტული მიზნებით თავიდან დანაღმვა."

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „სამმხრივი განცხადების დებულებების უზრუნველსაყოფად, ყარაბაღის ეკონომიკურ რეგიონში ფართომასშტაბიანი პროვოკაციების აღსაკვეთად, სომხეთის შეიარაღებული ძალების განიარაღებისა და აზერბაიჯანის ტერიტორიებიდან გაყვანისთვის, მათი სამხედრო ინფრასტრუქტურის განეიტრალებისთვის, ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე დაბრუნებული მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციური წყობის აღსადგენად რეგიონში ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო“.

„ფრონტის ხაზზე და სიღრმეში, მაღალი სიზუსტის იარაღის გამოყენებით მოქმედებების ფარგლებში წყობიდან გამოდის სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების პოზიციები, მათი გრძელვადიანი საცეცხლე პუნქტები, აგრეთვე საბრძოლო აქტივები და სამხედრო ობიექტები. ჩვენ ვიმეორებთ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა არ არის სამიზნე, მხოლოდ ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეები გამოდის მწყობრიდან. მიმდინარე აქტივობების შესახებ ინფორმირებული იქნა რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტის სარდლობა და თურქულ-რუსული მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელობა“, – აღნიშნულია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
უკრაინის ყველა საპარლამენტო პარტია შეთანხმდა, რომ მომავალი არჩევნები მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ჩატარდება
იერუსალიმში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა
ქალაქ ალმათიში, ჰოსტელში ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა
Reuters - პუტინი არ შეწყვეტს ომს უკრაინაში იქამდე, ვიდრე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ გახდება ცნობილი
The Washington Post - უკრაინისთვის გამოყოფილი ამერიკული სამხედრო დახმარების დაახლოებით 90% აშშ-ში რჩება
Სარეკლამო
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი გარდაიცვალა
ფინეთი რუსეთთან ბოლო გამშვებ პუნქტს კეტავს
სერგეი შამბას განცხადება
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავი გახანგრძლივდა
განხეთილება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“
მეტის ჩვენება
Სარეკლამო