erimedia_ravk/I2SDkr44g.jpeg

როგორია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექს-პრეზიდენტი ადვოკატებმა მოინახულეს

ამბები
როგორია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექს-პრეზიდენტი ადვოკატებმა მოინახულეს
ამბები

როგორია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექს-პრეზიდენტი ადვოკატებმა მოინახულეს

erimedia_ravk/I2SDkr44g.jpeg
7 ოქტ

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების ინფორმაციით, ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. სააკაშვილი დღეს კლინიკა "ვივამედში" ადვოკატებმა ვალერი გელბახიანმა და შალვა ხაჭაპურიძემ მოინახულეს.

მათი ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ვერ დგება და სხვადასხვა დაავადება აწუხებს, რომელთა შორის ერთ-ერთი ხერხემლის პრობლემაა.

ადვოკატების თქმით, დღეს 5 საათზე ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრაა დანიშნული, რომელზეც ამერიკელი ექსპერტის, ჯეიმს კობის კლინიკა "ვივამედში" შეშვების საკითხზე იმსჯელებენ.

უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე თვეა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ტარდება. ბოლო სხდომა, რომელზეც მან დასწრება შეძლო, 20 აპრილს გაიმართა.

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და 1 ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის დაწყებიდან 50-ე დღეს ის პროტესტის შეწყვეტას დათანხმდა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 12 მაისიდან კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობს. პარალელურად, მისი ადვოკატები და ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო