erimedia_ravk/BPBl0pI4R.jpeg

როგორია ვაკის პარკში დაშავებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმის განმარტება

ამბები
როგორია ვაკის პარკში დაშავებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმის განმარტება
ამბები

როგორია ვაკის პარკში დაშავებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმის განმარტება

erimedia_ravk/BPBl0pI4R.jpeg
14 ოქტ

ვაკის პარკში დაშავებული ბავშვი მართვით სუნთქვაზე იმყოფება და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას, განაცხადა ბავშვთა რეანიმატოლოგმა გიორგი კვიცინაძემ.

ექიმის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პირველი 24 საათის განმავლობაში მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესებულა.

"აღენიშნებოდა ცხელების ეპიზოდი, თუმცა ამჟამად ტემპერატურა ნორმის ფარგლებშია. ამ ეტაპზე გეგმურად სძინავს საძილე მედიკამენტების მოქმედების ფონზე. კვლევებში თავის ტვინის რაიმე მნიშვნელოვანი პათოლოგიური ცვლილებები ამ ეტაპზე არ აღენიშნება", - განაცხადა კვიცინაძემ.

ამასთან, ექიმმა ბავშვის უცხოეთში ტრანსპორტირებაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ტრანსპორტირებისას იქმნება გარკვეული რისკები, რადგან ბავშვი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

გუშინ, დღის პირველ ნახევარში ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მისი ამოღების დროს, სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ორი მათგანი ხეჩინაშვილის, ერთი კი, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო