„როიტერი“ - აშშ და საუდის არაბეთი ირანის „ატომური იარაღის მიღების“ შეჩერების მნიშვნელობაზე შეთანხმდნენ
16 ივლისი, 2022
პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვიზიტისას, შეერთებული შტატები და საუდის არაბეთი ირანის „ატომური იარაღის მიღების“ შეჩერების მნიშვნელობაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ „როიტერი“ საუდის არაბეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით იტყობინება. არსებული ცნობით, ბაიდენმა აგრეთვე დაადასტურა შეერთებული შტატების მუდმივი ვალდებულება, მხარი დაუჭიროს საუდის არაბეთის უსაფრთხოებასა და ტერიტორიულ დაცვას, ასევე ხელი შეუწყოს ამ სამეფოს შესაძლებლობას, მოიპოვოს საჭირო ბერკეტები თავისი ხალხისა და ტერიტორიის გარე საფრთხეებისგან დასაცავად.
„როიტერის“ ინფორმაციით, გარდა ამისა, საუდის არაბეთმა და აშშ-მა ხაზგასმით აღნიშნეს, ირანის მხრიდან სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევის შემდგომი შეკავების აუცილებლობა.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო