erimedia_ravk/7X3_84gSg.jpeg

„როიტერი“ - აშშ თანახმაა F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლების დანიიდან და ნიდერლანდებიდან უკრაინისთვის გადაცემაზე

ამბები
„როიტერი“ - აშშ თანახმაა F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლების დანიიდან და ნიდერლანდებიდან უკრაინისთვის გადაცემაზე
ამბები

„როიტერი“ - აშშ თანახმაა F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლების დანიიდან და ნიდერლანდებიდან უკრაინისთვის გადაცემაზე

erimedia_ravk/7X3_84gSg.jpeg
18 აგვ

აშშ-მა დანიასა და ნიდერლანდებს თანხმობა მისცა, უკრაინაში F-16 ტიპის თვითმფრინავები გაგზავნონ, როგორც კი პილოტები შესაბამის წვრთნებს დაასრულებენ, – ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით აცხადებს.

„როიტერის“ წყაროს ცნობით, დანიამ და ნიდერლანდებმა, რომლებიც ხელმძღვანელობენ საავიაციო კოალიციას, გაუგზავნეს მოთხოვნა აშშ-ს შესაბამისი გარანტიების მიწოდების შესახებ. წყარო ამბობს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა წერილები გაუგზავნა თავის დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს და არწმუნებდა მათ, რომ მოთხოვნები დაკმაყოფილდებოდა.

„ამ წერილით გამოვხატავ ამერიკის შეერთებული შტატების სრულ მხარდაჭერას როგორც F-16 გამანადგურებლების უკრაინისთვის გადაცემის, ასევე უკრაინელი მფრინავების მომზადებას კვალიფიციური F-16 ინსტრუქტორების მიერ“, – ნათქვამია ბლინკენის წერილში, რომლის ასლიც გამოცემამ გამოაქვეყნა.

როგორც წერილშია აღნიშნული, ბლინკენის თქმით, მესამე მხარის მოთხოვნების დამტკიცება საშუალებას მისცემს უკრაინას, „ისარგებლოს ახალი შესაძლებლობებით, როგორც კი პილოტების პირველი ნაკრები დაასრულებს ტრენინგს“.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
უკრაინის ყველა საპარლამენტო პარტია შეთანხმდა, რომ მომავალი არჩევნები მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ჩატარდება
იერუსალიმში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა
ქალაქ ალმათიში, ჰოსტელში ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა
Reuters - პუტინი არ შეწყვეტს ომს უკრაინაში იქამდე, ვიდრე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ გახდება ცნობილი
The Washington Post - უკრაინისთვის გამოყოფილი ამერიკული სამხედრო დახმარების დაახლოებით 90% აშშ-ში რჩება
Სარეკლამო
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი გარდაიცვალა
ფინეთი რუსეთთან ბოლო გამშვებ პუნქტს კეტავს
სერგეი შამბას განცხადება
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავი გახანგრძლივდა
განხეთილება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“
მეტის ჩვენება
Სარეკლამო