erimedia_ravk/Mm_z2tkIg.jpeg

"როიტერი" - აშშ უკრაინაში გაღარიბებული ურანის შემცველი საბრძოლო მასალის გაგზავნას აპირებს

ამბები
"როიტერი" - აშშ უკრაინაში გაღარიბებული ურანის შემცველი საბრძოლო მასალის გაგზავნას აპირებს
ამბები

"როიტერი" - აშშ უკრაინაში გაღარიბებული ურანის შემცველი საბრძოლო მასალის გაგზავნას აპირებს

erimedia_ravk/Mm_z2tkIg.jpeg
2 სექ

ბაიდენის ადმინისტრაცია აპირებს უკრაინას ჯავშანსატანკო საბრძოლო მასალები გაუგზავნოს, რომლებიც გაღარიბებულ ურანს შეიცავს. ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. აღსანიშნავია, რომ აშშ უკრაინას ურანის შემცველ საბრძოლო მასალას პირველად გადასცემს.

საბრძოლო მასალა, რომელიც შეიძლება უკრაინას რუსული ტანკების განადგურებაში დაეხმაროს, უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის ნაწილია, რომელიც მომავალ კვირაში იქნება წარმოდგენილი. საბრძოლო მასალის გასროლა შესაძლებელია ამერიკული "აბრამსის" ტანკებიდან, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინას უახლოეს კვირებში მიეწოდება.

ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, მომავალი დახმარების პაკეტის ღირებულება 240-დან 375 მილიონ აშშ დოლარამდე იქნება, იმისდა მიხედვით, თუ რა შევა მასში.

ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა უკვე გადასცა უკრაინას გაღარიბებული ურანის შემცველი საბრძოლო მასალა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ამ ნაბიჯს „ბირთვული ესკალაცია“ უწოდა. თავის მხრივ, ლონდონში კრემლის ბრალდება უარყვეს და განაცხადეს, რომ რუსეთს არანაირი საფრთხე არ ემუქრება, ხოლო აღნიშნული საბრძოლო მასალა უკრაინას თავდაცვისთვის სჭირდება.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
სოფო გორგოძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას ტოვებს
ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 იდენტიფიცირებული პირის ცხედარი გადმოასვენეს
ქართული ავიაკომპანიებისთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება თურქეთის ნებისმიერ ქალაქში იქნება შესაძლებელი
საქართველოსა და ომანის სასულთნოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის არჩევნებზე ცალ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით წარმოდგენილი, მეორე მხარეს „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა დასახელებებით
Სარეკლამო
უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს მთავრობას, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა
პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება იკრძალება
ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს - ჯოშუა ჰაკს შეხვდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო