erimedia_ravk/nFEwZgmSg.jpeg

როიტერი - „დიდი ოცეულის“ სამიტის მონაწილეები დეკლარაციის ერთობლივ ტექსტზე შეთანხმდნენ

ამბები
როიტერი - „დიდი ოცეულის“ სამიტის მონაწილეები დეკლარაციის ერთობლივ ტექსტზე შეთანხმდნენ
ამბები

როიტერი - „დიდი ოცეულის“ სამიტის მონაწილეები დეკლარაციის ერთობლივ ტექსტზე შეთანხმდნენ

erimedia_ravk/nFEwZgmSg.jpeg
9 სექ

როგორც სააგენტო "როიტერი" იუწყება, „დიდი ოცეულის“ სამიტის მონაწილეები დეკლარაციის ერთობლივ ტექსტზე შეთანხმდნენ.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის განცხადებით, „ოცეულის ჯგუფი“ უკრაინის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით კომპრომისულ ფორმულირებებზე შეთანხმდა.

„რთული მუშაობის შედეგად, დეკლარაციაზე კონსენსუსს მივაღწიეთ, რაც მოწმობს, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომთან დაკავშირებით კომპრომისულ ფორმულირებებზე შევჯერდით. დეკლარაციას შეთანხმებულად ვაცხადებ“, – განაცხადა მოდიმ.

როგორც მედია წერს, კონსენსუსი მოულოდნელი იყო, რადგან უკრაინის ომთან დაკავშირებით „დიდი ოცეულის“ ქვეყნების ლიდერთა აზრი გაყოფილი იყო. დასავლეთის ქვეყნები ლიდერთა დეკლარაციაში მხარს უჭერდნენ რუსეთის მტკიცე დაგმობას, ხოლო სხვები ფართო ეკონომიკურ საკითხებზე ფოკუსირებას მოითხოვდნენ.

"ჩვენ მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს, დაიცვან საერთაშორისო სამართლის პრინციპები, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და მრავალმხრივი სისტემა, რომელიც იცავს მშვიდობასა და სტაბილურობას“, - ნათქვამია დეკლარაციაში.

"ჩვენ მივესალმებით ყველა მართებულ და კონსტრუქციულ ინიციატივას, რომელიც მხარს უჭერს ყოვლისმომცველ, სამართლიან, გრძელვადიან მშვიდობას უკრაინაში. ატომური იარაღის გამოყენება ან მსგავსი ტიპის მუქარა დაუშვებელია", - აღნიშნულია ასევე დეკლარაციაში.

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის თქმით, დეკლარაციამ აჩვენა მკაფიო პოზიცია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით, რომ არ შეიძლება ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა ეჭვქვეშ დადგეს ძალადობრივი გზით.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
სოფო გორგოძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას ტოვებს
ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 იდენტიფიცირებული პირის ცხედარი გადმოასვენეს
ქართული ავიაკომპანიებისთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება თურქეთის ნებისმიერ ქალაქში იქნება შესაძლებელი
საქართველოსა და ომანის სასულთნოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის არჩევნებზე ცალ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით წარმოდგენილი, მეორე მხარეს „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა დასახელებებით
Სარეკლამო
უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს მთავრობას, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა
პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება იკრძალება
ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს - ჯოშუა ჰაკს შეხვდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო