„როიტერი“ - ისრაელმა სირიაში, რუსეთის ბაზის სიახლოვეს სარაკეტო იერიშები მიიტანა

ამბები/ წყარო: 1tv.ge
„როიტერი“ - ისრაელმა სირიაში, რუსეთის ბაზის სიახლოვეს სარაკეტო იერიშები მიიტანა
ამბებიწყარო: 1tv.ge

„როიტერი“ - ისრაელმა სირიაში, რუსეთის ბაზის სიახლოვეს სარაკეტო იერიშები მიიტანა

15 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/Bc6WS-mVR.jpeg

„როიტერის“ ცნობით, ისრაელმა სარაკეტო იერიშები მიიტანა სირიაში, რუსეთის ბაზის სიახლოვეს. სააგენტოს ცნობით, ისრაელის სამიზნე იყო ირანული სამხედრო ობიექტები. ამის შესახებ „როიტერს“ ისრაელის დაზვერვის წარმომადგენლებმა განუცხადეს. მათვე ცნობით, რამდენიმე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა ირანის რადარის მომსახურე სადგურზე და ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემების მომსახურე საგუშაგოზე, რომელიც პორტ ტარტუსთან ახლოს მდებარეობს. ამ პორტში განლაგებულია რუსეთის ფლოტის მთავარი ბაზა. ისრაელის სხვა დარტყმების სამიზნეს წარმოადგენდა სირიის დედაქალაქ დამასკოს ჩრდილო-აღმოსავლეთ შემოგარენი, სადაც პრო-ირანული რადიკალური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მებრძოლები არიან დისლოცირებულები. სირიის არმიაში განაცხადეს, რომ დარტყმების შედეგად დაიღუპა სამი სამხედრო მოსამსახურე. ბოლო წლებში ისრაელმა არაერთხელ მიიტანა იერიშები სირიაში მდებარე იმ ობიექტებზე, რომლებსაც მისი აზრით დაკავშირებულია ირანთან. თუმცა, ამ დრომდე ისრაელი თავს იკავებდა რუსული ბაზის სიახლოვეს იერიშების განხორციელებისგან. ავტორი - ლევან ახალაია

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო