erimedia_ravk/DkT5hrVIg.jpeg

„როიტერი“ - კათოლიკურ ეკლესიაში ტრანსგენდერებს მონათვლა და ნათლიობა შეეძლებათ

ამბები
„როიტერი“ - კათოლიკურ ეკლესიაში ტრანსგენდერებს მონათვლა და ნათლიობა შეეძლებათ
ამბები

„როიტერი“ - კათოლიკურ ეკლესიაში ტრანსგენდერებს მონათვლა და ნათლიობა შეეძლებათ

erimedia_ravk/DkT5hrVIg.jpeg
9 ნოე

ვატიკანის გადაწყვეტილებით, კათოლიკურ ეკლესიაში ტრანსგენდერებს მონათვლა და ნათლიობა შეეძლებათ. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, შეკითხვებით ლგბტ თემის წარმომადგენლების ნათლობისა და ქორწინების წმინდა რიტუალებში მონაწილეობასთან დაკავშირებით წმინდა საყდარს ბრაზილიის ეპისკოპოსმა სანტო ამაროდან, ხოსე ნეგრიმ ივლისში მიმართა.

ტრანსგენდერების ნათლობასთან დაკავშირებით ვატიკანის რწმენის დოქტრინის დეპარტამენტის პასუხი დადებითი იყო, თუმცა, მათი განმარტებით ამან „არ უნდა შექმნას საჯარო სკანდალის ან მორწუნეებში დეზორიენტაციის გამოწვევის რისკი“.

ვატიკანის პასუხში ასევე აღნიშნულია, რომ ტრანსგენდერ პირებს შეუძლიათ გახდნენ ნათლიები ან ჯვრისწერის მოწმეები და თავადაც მოინათლონ. ეს ყველაფერი ადგილობრივი სასულიერო პირის შეხედულებისამებრ უნდა მოხდეს. თუმცა, გადაწყვეტილების მიღებისას მღვდელს მოუწევს გამოიჩინოს „პასტორალური წინდახედულობა“. ჯვრისწერის მოწმედ ყოფნა შეუძლია ჰომოსექსუალური იდენტობის პირსაც.

„როიტერის“ ინფორმაციით, ვატიკანის რწმენის დოქტრინის დიკასტერიამ ბუნდოვანი პასუხი გასცა კითხვას, შეძლებენ თუ არა ერთნაირსქესიანი წყვილები აყვანილი შვილის ან სუროგატი დედის მიერ გაჩენილი ბავშვის მონათვლას. როგორც დეპარტამენტში განმარტავენ, ამისათვის უნდა იყოს საფუძვლიანი იმედი, რომ ბავშვი „განათლებას კათოლიკური რელიგიის მიხედვით მიიღებს“.

რაც შეეხება ჰომოსექსუალური იდენტობის პირთა ნათლიობას, „როიტერი“ აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში დიკასტერიის პასუხი დადებითი, თუმცა ბუნდოვანია – შესაძლებელია, თუმცა, ადამიანი „რწმენის შესაბამისი ცხოვრებით“ უნდა ცხოვრობდეს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო