„როიტერი“ - რუსეთმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველ საბჭოში ადგილი დაკარგა

ამბები
„როიტერი“ - რუსეთმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველ საბჭოში ადგილი დაკარგა
ამბები

„როიტერი“ - რუსეთმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველ საბჭოში ადგილი დაკარგა

1 ოქტ

erimedia_ravk/UDo77t4Vg.jpeg

რუსეთმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მმართველ საბჭოში ადგილი დაკარგა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, რუსეთმა გაერო-ს დაქვემდებარებაში მყოფი საავიაციო სააგენტოს მმართველ საბჭოში ხელახლა ასარჩევად საკმარისი ხმები ვერ მოიპოვა. ამის მიზეზი კი საავიაციო საქმიანობასთან დაკავშირებული ის ქმედებებია, რომლებიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩაიდინა. კერძოდ, რუსეთმა ვერ მოაგროვა 86 ხმა, რომელიც საჭიროა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) 36 ქვეყნისგან შემდგარ მმართველ საბჭოში დასარჩენად. სააგენტოს ასამბლეა მონრეალში 7 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

ასამბლეის პრეზიდენტმა და სამხრეთ აფრიკის სამოქალაქო ავიაციის გენერალურმა დირექტორმა, პოპი ხოზამ გარემოებებს "უპრეცედენტო" უწოდა. ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენლის განცხადებით, "მიღებული შედეგები პოლიტიკური ხასიათისაა და არ უკავშირდება რუსეთის საქმიანობას სამოქალაქო ავიაციის მიმართულებით".

უკრაინის წარმომადგენლის თქმით, კენჭისყრა ადასტურებს, რომ რუსეთს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა უკრაინის სუვერენული საჰაერო სივრცის დარღვევის, მათ შორის აეროპორტების დაბომბვის გამო, რაც ეწინააღმდეგება 1944 წლის შეთანხმებას და გლობალური ავიაციის ძირითად პრინციპებს.

როგორც სააგენტო წერს, დასავლეთში ასევე განაცხადეს, რომ რუსეთმა უკანონოდ მიითვისა ასობით უცხოური თვითმფრინავი, რასაც მოსკოვი უარყოფს. მარტში რუსეთმა ქვეყნის ავიაკომპანიებს უფლება მისცა, უცხოური კომპანიებისგან იჯარით აღებული თვითმფრინავები რუსეთის თვითმფრინავების რეესტრში გაეტარებინათ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო