„როიტერი“ - რუსეთში გამოცხადებულ ნაწილობრივ მობილიზაციას არ დაექვემდებარებიან ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე პროფესიონალები, ბანკირები და სახელმწიფო მედიის თანამშომლები

ამბები/ წყარო: 1tv.ge
„როიტერი“ - რუსეთში გამოცხადებულ ნაწილობრივ მობილიზაციას არ დაექვემდებარებიან ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე პროფესიონალები, ბანკირები და სახელმწიფო მედიის თანამშომლები
ამბებიწყარო: 1tv.ge

„როიტერი“ - რუსეთში გამოცხადებულ ნაწილობრივ მობილიზაციას არ დაექვემდებარებიან ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე პროფესიონალები, ბანკირები და სახელმწიფო მედიის თანამშომლები

23 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/bRhGEynVg.jpeg

რუსეთში გამოცხადებულ ნაწილობრივ მობილიზაციას არ დაექვემდებარებიან ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე პროფესიონალები, ბანკირები და სახელმწიფო მედიის თანამშომლები. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, მობილიზაციას არ დაექვემდებარებიან კრიტიკულად მნიშვნელოვან სფეროებში დასაქმებულები. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კონკრეტული მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიების მუშაობის უზრუნველსაყოფად, ასევე იმისთვის, რომ ნაწილობრივი მობილიზაცია არ აისახოს რუსეთის ფინანსურ სისტემაზე. გაწვევას არ დაექვემდებარებიან IT-სპეციალისტები, ტელეკომუნიკაციის სფეროში დასაქმებულები, ფინანსისტები, ასევე „სისტემატურად მნიშვნელოვანი“ მედიასაშუალებების თანამშრომლები.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კომპანიების ხელმძღვანელობამ უნდა წარადგინოს იმ დასაქმებულთა სიები, რომლებიც აღნიშნულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.

ნაწილობრივი მობილიზაცია რუსეთში 21 სექტემბერს გამოცხადდა. თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ გაწვევას დაქვემდებარება 300 ათასი ადამიანი, თუმცა მობილიზაციის გამოცხადების შესახებ განკარგულებაში გასაიდუმლოებულია ის ნაწილი, რომელიც ეხება გასაწვევ პირთა რაოდენობას. გამოცემა „ნოვაია გაზეტა“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ კრემლი მილიონამდე ადამიანის რეკრუტირებას გეგმავს. აღნიშნული ინფორმაცია უარყო რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა.

ავტორი - ქეთი ჩოხელი

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო