erimedia_ravk/ujWTrnjSR.jpeg

„როიტერი“ - სანქციების მიუხედავად, 2022 წლის შემდეგ რუსეთში დაახლოებით 2.3 მილიარდი დოლარის და ევროს კუპიურები გაიგზავნა

ამბები
„როიტერი“ - სანქციების მიუხედავად, 2022 წლის შემდეგ რუსეთში დაახლოებით 2.3 მილიარდი დოლარის და ევროს კუპიურები გაიგზავნა
ამბები

„როიტერი“ - სანქციების მიუხედავად, 2022 წლის შემდეგ რუსეთში დაახლოებით 2.3 მილიარდი დოლარის და ევროს კუპიურები გაიგზავნა

erimedia_ravk/ujWTrnjSR.jpeg
12 აგვ

საბაჟო მონაცემების მიხედვით, მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა 2022 წლის მარტში, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, აკრძალეს თავიანთი ბანკნოტების ექსპორტი რუსეთში, ქვეყანაში დაახლოებით 2,3 მილიარდი დოლარის დოლარისა და ევროს კუპიურები გაიგზავნა. ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" იუწყება.

სააგენტოს ცნობით, მონაცემები აჩვენებს, რომ რუსეთმა მოახერხა სანქციების გვერდის ავლა, რომლებიც ბლოკავს ნაღდი ფულის იმპორტს, და დოლარი და ევრო რჩება სასარგებლო იარაღად ვაჭრობისა და მოგზაურობისთვის.

როგორც „როიტერი“ წერს, კომერციული მიმწოდებლისგან მიღებული საბაჟო მონაცემები აჩვენებს ნაღდი ფულის ტრანსპორტირებას რუსეთში იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც რუსეთთან ვაჭრობაზე შეზღუდვები არ დაუწესებიათ. მათ შორისაა არაბეთის გაერთიანებული საამიროები და თურქეთი.

აშშ-ის მთავრობა დეკემბერში ჯარიმებით დაემუქრა ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც ეხმარებიან რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში და მესამე ქვეყნების კომპანიებს 2023 და 2024 წლებში სანქციები დაუწესა. ჩინურმა იუანმა აშშ დოლარს გადააჭარბა და მოსკოვში ყველაზე დიდი სავაჭრო უცხოური ვალუტა გახდა. ევროპაში რუსეთის ბანკის უცხოური რეზერვების დაახლოებით 300 მილიარდი დოლარი გაყინულია. „როიტერის“ ინფორმაციით, 2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის ბოლომდე რუსეთიდან 98 მილიონი დოლარის და ევროს ბანკნოტები გავიდა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო