„როიტერი“ - სინგაპურის სასამართლოში მიმდინარე მოსმენებზე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ „კრედიტ სუისის“ სატრასტო დანაყოფმა არ მიიღო ზომები, რათა მისთვის 1,27 მილიარდი დოლარის ზარალი აეცილებინა

ამბები/ წყარო: 1tv.ge
„როიტერი“ - სინგაპურის სასამართლოში მიმდინარე მოსმენებზე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ „კრედიტ სუისის“ სატრასტო დანაყოფმა არ მიიღო ზომები, რათა მისთვის 1,27 მილიარდი დოლარის ზარალი აეცილებინა
ამბებიწყარო: 1tv.ge

„როიტერი“ - სინგაპურის სასამართლოში მიმდინარე მოსმენებზე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ „კრედიტ სუისის“ სატრასტო დანაყოფმა არ მიიღო ზომები, რათა მისთვის 1,27 მილიარდი დოლარის ზარალი აეცილებინა

5 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/GdJnNdMVR.jpeg

სინგაპურის სასამართლოში მიმდინარე მოსმენებზე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ შვეიცარიული ბანკის, „კრედიტ სუისის“ (Credit Suisse) სატრასტო დანაყოფმა არ მიიღო ზომები, რათა მისთვის 1,27 მილიარდი დოლარის ოდენობის ზარალი აეცილებინა. ინფორმაცის სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც მედიასაშუალება წერს, ივანიშვილმა სინგაპურში დაადანაშაულა Credit Suisse Trust Ltd იმაში, რომ მან არ დაიცვა მისი ინვესტიციები და არ გადადგა სათანადო ნაბიჯები, რათა თავიდან აეცილებინა დანაკარგი, რომელიც დაკავშირებულია კომპანიის ყოფილი ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის მიერ ჩადენილ თაღლითობასთან.

თავის მხრივ, სატრასტო დანაყოფის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოსარჩელეების მიერ მოთხოვნილი ზარალის ოდენობა გადაჭარბებულია და სასამართლოს სარჩელის უარყოფას სთხოვენ.

როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილმა სინგაპურის საერთაშორისო კომერციულ სასამართლოს ჩვენება საქართველოდან ონლაინ მისცა. მისი ადვოკატების განცხადებით, ბანკის წარმომადგენლობამ თავისი დანაკარგი 818,2 მილიონ დოლარად დაიანგარიშა.

სასამართლო პროცესი სინგაპურში იმ ფონზე დაიწყო, როდესაც „კრედიტ სუისის“ ახალი აღმასრულებელი დირექტორი ულრიხ კერნერი ცდილობს, ბანკის სტაბილიზაციას სკანდალების სერიის შემდეგ. კერნერს ამოცანად დაუსახეს, შეამციროს ხარჯები ერთ მილიარდ დოლარზე მეტით, რათა დაეხმაროს შვეიცარიის უმსხვილეს ბანკს წარუმატებლობებისა და დანაკარგების შემდგომ აღდგენაში.

სასამართლოში ივანიშვილის დაცვის მხარის მიერ წაკითხულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „კრედიტ სუისის“ ტრასტში 2005 წელს 1,1 მილიარდი დოლარი განთავსდა.

როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, „კრედიტ სუისის“ ბანკირმა პატრიკ ლესკადრონმა, რომელიც ივანიშვილის ბიზნესს კურირებდა, ტრასტის ინვესტიციებით თაღლითური გზით არაეფექტიანი მართვა და ტრასტის ფონდებით დაუფლება ჯერ კიდევ 2007 წელს დაიწყო. 2018 წელს ლესკადრონი შვეიცარიის სასამართლომ დამნაშავედ ცნო რვა წლის განმავლობაში ყოფილი კლიენტების, მათ შორის ივანიშვილის, ხელმოწერების გაყალბებაში. მან აღიარა გარიგებების გაყალბება და დანაკარგების დამალვა. სასამართლო დოკუმენტების თანახმად, მოგვიანებით ლესკადრონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

შვეიცარიული ბანკი აღდგენას ცდილობს 2021 წელს მიღებული მილიარდობით დოლარის ოდენობის დანაკარგის შემდეგ, რაც მას წარუმატებელი ინვესტიციებისა და მრავალრიცხოვანი სამართლებრივი საქმეების შედეგად მიადგა, მათ შორის ბერმუდის სასამართლო საქმეა, რომელშიც ასევე ეხება ივანიშვილს და რაც შესაძლოა, ბანკს 600 მილიონი დაუჯდეს.

„მე ვფიქრობდი, რომ მოვედი ექსპერტებთან, რომლებიც დაიცავდნენ ჩემს კაპიტალს და ჩემს ოჯახს“, – განუცხადა ბიძინა ივანიშვილმა სინგაპურის სასამართლოს.

სინგაპურში სასამართლო მოსმენა 6 სექტემბერს გაგრძელდება.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო