erimedia_ravk/4W1evgmSg.jpeg

„როიტერი“ - სომხეთის მთავრობა ქვეყნის შეიარაღებული ძალების მიერ ცეცხლის გახსნის შესახებ აზერბაიჯანის ბრალდებას უარყოფს

ამბები
„როიტერი“ - სომხეთის მთავრობა ქვეყნის შეიარაღებული ძალების მიერ ცეცხლის გახსნის შესახებ აზერბაიჯანის ბრალდებას უარყოფს
ამბები

„როიტერი“ - სომხეთის მთავრობა ქვეყნის შეიარაღებული ძალების მიერ ცეცხლის გახსნის შესახებ აზერბაიჯანის ბრალდებას უარყოფს

erimedia_ravk/4W1evgmSg.jpeg
9 სექ

აზერბაიჯანმა შაბათს განაცხადა, რომ ღამით სომხურმა ძალებმა მის ჯარებს ცეცხლი გაუხსნეს და რომ აზერბაიჯანის არმიის ნაწილებმა "საპასუხო ზომები" მიიღეს. სომხეთის მხარე აღნიშნულ ინციდენტს უარყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი” ავრცელებს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხურმა ქვედანაყოფებმა აზერბაიჯანელ ჯარისკაცებს ცეცხლი სადარაქში, ნახჩევანის ჩრდილოეთით გაუხსნეს, რომელიც სომხეთს, თურქეთსა და ირანს ესაზღვრება.

სამინისტროს განცხადებაში არ არის აღნიშნული, მოჰყვა თუ არა შემთხვევას მსხვერპლი. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ფაქტს, რომ მისმა ძალებმა აზერბაიჯანის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს.

სომხეთის მთავრობამ განაცხადა, რომ შაბათს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბრები გამართა საფრანგეთის, გერმანიის, ირანისა და საქართველოს ლიდერებთან და აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან. აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ მისმა საგარეო საქმეთა მინისტრმა სიტუაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნთან, იური კიმთან განიხილა.

სომხური მხარის ცნობით, სატელეფონო საუბრებში ფაშინიანმა აღნიშნა, რომ საზღვარზე დაძაბულობა მატულობს და აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის გარშემო ჯარების მობილიზაციას ახდენს. ოფიციალურმა ბაქომ აღნიშნული ინფორმაცია უარყო და თავის მხრივ, სომხეთი ჯარების მობილიზებაში დაადანაშაულა.

ფაშინიანმა განაცხადა, რომ დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, იგი მზადაა სასწრაფოდ გამართოს შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან. თუმცა, როგორც პრეზიდენტ ალიევის მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ჰიკმეტ ჰაჯიევმა Reuters-ს განუცხადა, ბაქოს ასეთი შეთავაზება არ მიუღია.

„როიტერის“ ცნობით, ბაქოსა და ერევნის მცხოვრებლებმა სააგენტოსთან საუბარში განაცხადეს, რომ ორ ქვეყანას შორის ახალი ომის ეშინიათ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო