„როიტერის“ ინფორმაციით, კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში, სერბეთთან დამაკავშირებელი ერთ-ერთი გზა გაიხსნა

ამბები/ წყარო: 1tv.ge
„როიტერის“ ინფორმაციით, კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში, სერბეთთან დამაკავშირებელი ერთ-ერთი გზა გაიხსნა
ამბებიწყარო: 1tv.ge

„როიტერის“ ინფორმაციით, კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში, სერბეთთან დამაკავშირებელი ერთ-ერთი გზა გაიხსნა

1 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/oQWUUozVR.png

კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში, სერბეთთან დამაკვაშირებელი ერთ-ერთი გზა გაიხსნა. როგორც სააგენტო „როიტერი“ იტყობინება, ადგილობრივი სერბების მიერ აღმართული ბარიკადები დაშლილია. ავტომაგისტრალიდან გაყვანილია სატვირთო მანქანები, რომლებითაც გზის სავალი ნაწილი იყო ჩახერგილი.

კერძოდ, ბარიკადები მოხსნილია ჩრდილოეთ კოსოვოში ქალაქ ზუპჩეში. ბარიკადების აღება ნატო-ს დაქვემდებარებაში მყოფი საერთაშორისო ძალების მეთვალყურეობით მოხდა. ამასთან, მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ გზების ნაწილი კვლავ ბლოკირებული რჩება.

მანამდე პრიშტინამ ერთი თვით გადადო კოსოვოში სერბეთის მოქალაქეებისთვის კოსოვოში შესვლის წესების ცვლილების ამოქმედება. განახლებული რეგულაციები პირველი აგვისტოდან უნდა ამოქმედებულიყო, რამაც კოსოვოში მცხოვრები სერბების უკმაყოფილება გამოიწვია. მათ სატვირთო ავტომობილებით გზა ჩახერგეს, რასაც გამყოფ ხაზზე დაძაბულობა მოჰყვა. ადილობრივი მედიის ინფორმაციით, ახალი რეგულაციების გადადების თხოვნით კოსოვოს ადმინისტრაციას პრიშტინაში აშშ-ის ელჩმა მიმართა. კოსოვოს გადაწყვეტილებას მიესალმა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყებიხ ხელძღვანელი ჟოზეფ ბორელი.

კოსოვოში შესვლის ახალი წესები სერბეთის მოქალაქეებს კოსოვოში შესასვლელად წინასწარ ნებართვის აღებას ავალდებულებთ. ეს წესი ვრცელდება როგორ საჰაერო, ასევე სახმელეთო საზღავრზეც, სადაც სერბული სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების შესვლის შეზღუდვა იგეგმება.

ავტორი - ქეთი ჩოხელი

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო