erimedia_ravk/EebE97ZIg.jpeg

რომის პაპი - მეჩვენება, რომ ამ ომში ინტერესები არ არის მხოლოდ უკრაინა-რუსეთის პრობლემასთან დაკავშირებული, არამედ იარაღის ვაჭრობასთან, ზოგიერთი ქვეყანა უკრაინას ეთამაშება

ამბები
რომის პაპი - მეჩვენება, რომ ამ ომში ინტერესები არ არის მხოლოდ უკრაინა-რუსეთის პრობლემასთან დაკავშირებული, არამედ იარაღის ვაჭრობასთან, ზოგიერთი ქვეყანა უკრაინას ეთამაშება
ამბები

რომის პაპი - მეჩვენება, რომ ამ ომში ინტერესები არ არის მხოლოდ უკრაინა-რუსეთის პრობლემასთან დაკავშირებული, არამედ იარაღის ვაჭრობასთან, ზოგიერთი ქვეყანა უკრაინას ეთამაშება

erimedia_ravk/EebE97ZIg.jpeg
24 სექ

რომის პაპმა ფრანცისკემ შაბათს გამოთქვა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ზოგიერთი ქვეყანა უკრაინას "ეთამაშება“ - ჯერ იარაღს აწვდის, შემდეგ კი ვალდებულებების შესრულებაზე უარს ამბობს. ინფორმაციას ამის თაობაზე სააგენტო Reuters ავრცელებს.

ამის შესახებ კომენტარი რომის პაპმა საფრანგეთის საპორტო ქალაქ მარსელიდან დაბრუნებისას, თვითმფრინავის ბორტზე გააკეთა. კითხვაზე, იყო თუ არა იმედგაცრუებული, რომ მშვიდობის დამყარების მცდელობამ შედეგი არ გამოიღო, პაპმა უპასუხა, რომ ის გარკვეულ იმედგაცრუებას გრძნობს ამ საკითხის მიმართ. პაპის განმარტებით, მან ელჩი, იტალიელი კარდინალი მატეო ზუპი, კიევში, მოსკოვში, ვაშინგტონსა და პეკინში იქაურ ლიდერებთან შესახვედრად გაგზავნა.

„მეჩვენება, რომ ამ ომში ინტერესები არ არის მხოლოდ უკრაინა-რუსეთის პრობლემასთან დაკავშირებული, არამედ იარაღის გაყიდვასთან, იარაღით ვაჭრობასთან,“ – თქვა რომის პაპმა.

როგორც პაპი ფრანცისკე აღნიშნავს, მსოფლიომ უკრაინელი ხალხის „მოწამეობით“ არ უნდა ითამაშოს, არამედ, უნდა დაეხმაროს მათ ამ პრობლემის მოგვარებაში.

"ვხედავ, რომ ზოგიერთი ქვეყანა უკან იხევს და არ სურს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება. იწყება პროცესი, რომლითაც უკრაინელი ხალხი დაზარალდება, რაც მე ძალიან არ მომწონს“, - აცხადებს რომის პაპი.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო