erimedia_ravk/4V2FJfRIR.jpeg

"როსავიაციის" ცნობით ტვერის ოლქში კერძო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, რომლის მგზავრთა სიაში იყო ევგენი პრიგოჟინიც

ამბები
"როსავიაციის" ცნობით ტვერის ოლქში კერძო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, რომლის მგზავრთა სიაში იყო ევგენი პრიგოჟინიც
ამბები

"როსავიაციის" ცნობით ტვერის ოლქში კერძო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, რომლის მგზავრთა სიაში იყო ევგენი პრიგოჟინიც

erimedia_ravk/4V2FJfRIR.jpeg
23 აგვ

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ტვერის ოლქში კერძო თვითმფრინავის ჩამოვარდნას ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი ემსხვერპლა. რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს განცხადებით, მგზავრთა სიაში იყო ევგენი პრიგოჟინიც.

"ბორტზე 10 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 3 ეკიპაჟის წევრია, წინასწარი ინფორმაციით, ავიაკატასტროფის შედეგად ყველა მათგანი დაიღუპა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც საგანგებო სიტუაციების სამინისტროში აზუსტებენ, კერძო თვითმფრინავი Embraer Legacy მოსკოვიდან სანკტ-პეტერბურგში მიფრინავდა და კუჟენკინოს დასახლებულ პუნქტთან ჩამოვარდა. კატასტროფის ადგილზე ამ წუთებში მაშველები მუშაობენ.

სააგენტოს ცნობით, მგზავრებს შორის არის ევგენი პრიგოჟინის სახელი და გვარიც, თუმცა, ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა იგი ბორტზე, ამ დროისთვის ჯერჯერობით უცნობია.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული თვითმფრინავი „ვაგნერის“ დამფუძნებელს ევგენი პრიგოჟინს ეკუთვნოდა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო