რუმინეთში წმინდა ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღესასწაულს საქართველოს ეკლესიის დელეგაცია შეუერთდა

ამბები/ წყარო: www.facebook.com
რუმინეთში წმინდა ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღესასწაულს საქართველოს ეკლესიის დელეგაცია შეუერთდა
ამბებიწყარო: www.facebook.com

რუმინეთში წმინდა ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღესასწაულს საქართველოს ეკლესიის დელეგაცია შეუერთდა

3 ოქტ

erimedia_ravk/6bA_CJV4g.jpeg

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოწვევითა და საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, საპატრიარქოს დელეგაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს (ჭუაძე) ხელმძღვანელობით რუმინეთს ეწვია. დელეგაციაში იყვნენ სოფ. უდეს (ანთიმოზ ივერიელის დაბადების ადგილის) მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი გრიგოლ ქურციძე და სხვა სასულიერო პირები, ასევე ახალციხის საბავშვო-ფოლკლორული ანსამბლი „ირმისა“.

27 სექტემბერს, წმინდა ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღეს, ქართველმა სასულიერო პირებმა საღვთო ლიტურგიაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც რიმნიკუ-ვილჩას საკათედრო ტაძარში აღესრულა.

ლიტურგიის დასრულების შემდეგ, ანსამბლ „ირმისას“ წევრებმა ქართული სიმღერები შეასრულეს, ხოლო იმავე საღამოს - კონცერტი გამართეს.

საქართველოს დელეგაციამ კოზიასა და გოვორას მონასტრები მოინახულა, სადაც წმინდა ანთიმოზ ივერიელის პერიოდის ფრესკებია შემონახული.

ვიზიტის მეორე დღეს საქართველოს დელეგაცია ბუქარესტს ეწვია, მოინახულა ანთიმოზ ივერიელის მონასტერი, საპატრიარქოს საკათედრო ტაძარი და რადუ ვოდას მონასტერი, სადაც საბავშვო ანსამბლ „ირმისას“ წევრებმა ქართული საგალობლები შეასრულეს. ანსამბლმა რუმინული აუდიტორიის წინაშე დიდი მოწონება დაიმსახურა.

დელეგაცია რუმინეთიდან ბულგარეთში გაემგზავრა, სადაც პეტრიწონის მონასტერი მოილოცეს. ბულგარეთში სტუმრობა საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით განხორციელდა.

დელეგაცია საქართველოში 29 სექტემბერს დაბრუნდა.

ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
სოფო გორგოძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას ტოვებს
ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 იდენტიფიცირებული პირის ცხედარი გადმოასვენეს
ქართული ავიაკომპანიებისთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება თურქეთის ნებისმიერ ქალაქში იქნება შესაძლებელი
საქართველოსა და ომანის სასულთნოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის არჩევნებზე ცალ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით წარმოდგენილი, მეორე მხარეს „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა დასახელებებით
Სარეკლამო
უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს მთავრობას, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა
პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება იკრძალება
ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს - ჯოშუა ჰაკს შეხვდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო