erimedia_ravk/Q9cgkgMSg.jpeg

რუს ჟურნალისტ მარინა ოვსიანიკოვას მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ დაუსწრებლად 8,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ამბები
რუს ჟურნალისტ მარინა ოვსიანიკოვას მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ დაუსწრებლად 8,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ამბები

რუს ჟურნალისტ მარინა ოვსიანიკოვას მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ დაუსწრებლად 8,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

erimedia_ravk/Q9cgkgMSg.jpeg
4 ოქტ

მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ რუსეთის პირველი არხის საინფორმაციო გამოშვება „ვრემიას“ ყოფილ რედაქტორს, მარინა ოვსიანიკოვას დაუსწრებლად 8,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის დამნაშავედ რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების მუხლით ცნეს.

ოვსიანიკოვას სახელი ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ინტერვენციის შემდეგ, ის საინფორმაციო გამოშვება „ვრემიას“ ეთერში ომის საწინააღმდეგო პლაკატით გამოჩნდა. მოგვიანებით, 2022 წლის ივლისში, მან პიკეტი გამართა პლაკატით, რომელზეც უკრაინაში მოკლული ბავშვების ფოტოები იყო გამოსახული, ხოლო იმავე პლაკატის წარწერაზე პუტინი მკვლელად იყო მოხსენიებული. ამის გამო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

„352 ბავშვი დაიღუპა. კიდევ რამდენი ბავშვი უნდა მოკვდეს, რომ თქვენ გაჩერდეთ?“ – ეწერა პლაკატზე.

პროკურატურის მტკიცებით, თავისი ქმედებით ოვსიანიკოვამ „საზოგადოებაში რუსეთის შეიარაღებული ძალებისადმი ნეგატიური დამოკიდებულების ჩამოყალიბების რეალური საფრთხე შექმნა“. ჟურნალისტი დააკავეს და შინაპატიმრობა შეუფარდეს, თუმცა მოგვიანებით ის შვილთან ერთად რუსეთიდან გაიქცა.

თავად მარინა ოვსიანიკოვა ბრალს არ აღიარებს და პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. სასამართლო სხდომამდე ერთი დღით ადრე მან ტელეგრამარხში განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც თქვა, რომ არცერთ თავის სიტყვაზე უარს არ ამბობს.

"რა თქმა უნდა, მე ჩემს ბრალეულობას არ ვაღიარებ და არცერთ ჩემს სიტყვაზე უარს არ ვამბობ. მე ცხოვრებაში ძალიან მძიმე, თუმცა ერთადერთი სწორი, მორალური არჩევანი გავაკეთე და ამისთვის უკვე საკმაოდ დიდი საფასური გადავიხადე. ჩემთვის სასჯელი გახდა დევნა – უცხო ქვეყანაში ოჯახის, მეგობრების, სახლის, სამსახურის გარეშე ცხოვრება და, რაც მთავარია, სამშობლოში დაბრუნებისა და ახლობლების ჩახუტების შესაძლებლობის არ ქონა“, – დაწერა ოვსიანიკოვამ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ უკრაინაში მოკლული ბავშვების შესახებ ინფორმაციას გაერო-ს ვებგვერდი რეგულარულად აქვეყნებს. მისივე განმარტებით, აღნიშნული ვებგვერდი რუსეთში ბლოკირებული არ არის, ვინაიდან რუსეთი ამ საერთაშორისო ორგანიზაციის წევრად რჩება.

„ზოგჯერ საკუთარ თავს ვეკითხები – შემეძლო თუ არა გაჩუმება? არა, არ შემეძლო, რადგან აგრესიის დროს დუმილი ნიშნავს, დანაშაულის თანამონაწილე გახდე“, – განაცხადა რუსეთის „პირველი არხის“ ყოფილმა რედაქტორმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
სოფო გორგოძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას ტოვებს
ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 იდენტიფიცირებული პირის ცხედარი გადმოასვენეს
ქართული ავიაკომპანიებისთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება თურქეთის ნებისმიერ ქალაქში იქნება შესაძლებელი
საქართველოსა და ომანის სასულთნოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის არჩევნებზე ცალ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით წარმოდგენილი, მეორე მხარეს „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა დასახელებებით
Სარეკლამო
უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს მთავრობას, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა
პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება იკრძალება
ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს - ჯოშუა ჰაკს შეხვდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო