რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით, თავდაცვის უწყებაში სახელმწიფო დროშები დაშვებულია
8 აგვისტო, 2022

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 14 წელი გავიდა. ომის წლისთავთან დაკავშირებით, ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების ნიშნად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, რეგიონებში არსებულ სამხედრო ბაზებსა და ბრიგადებში საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა.
ამასთან, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.
2008 წლის აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ომში დაიჭრა და დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 – სამხედრო მოსამსახურე.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო
