რუსეთი აცხადებს, რომ გაეროში ლავროვის ვიზიტისთვის აშშ-ს ვიზები ჯერ არ გაუცია

ამბები/ წყარო: www.reuters.com
რუსეთი აცხადებს, რომ გაეროში ლავროვის ვიზიტისთვის აშშ-ს ვიზები ჯერ არ გაუცია
ამბებიწყარო: www.reuters.com

რუსეთი აცხადებს, რომ გაეროში ლავროვის ვიზიტისთვის აშშ-ს ვიზები ჯერ არ გაუცია

3 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/0p4WzMM4R.jpeg
ფოტო: REUTERS/Maxim Shemetov/Pool

რუსეთმა შეერთებული შტატებისგან 56 ვიზა გამოითხოვა, იმისთვის, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვსა და მის დელეგაციას გაეროში გამართული მსოფლიო ლიდერების ყოველწლიურ შეკრებაზე დასასწრებად ნიუ-იორკში გამგზავრების საშუალება მიეცეთ. თუმცა, ჯერჯერობით, მათ არცერთი ვიზა არ მიუღიათ.

Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშისადმი წერილში გაეროში რუსეთის ელჩი, ვასილი ნებენზია წერს. ნებენზიას განცხადებით, ეს „შემაშფოთებელი“ ფაქტია, ვინაიდან ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვაშინგტონი რუსეთის ფედერაციის დელეგატებს „მუდმივად უარს ეუბნებოდა ვიზების გაცემაზე“ გაეროს სხვა ღონისძიებებზე დასასწრებად.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც გაეროს მასპინძელი ქვეყანა, სერიოზულად ეკიდება თავის ვალდებულებებს და დასძინა, რომ სავიზო ინფორმაცია აშშ კანონმდებლობის თანახმად კონფიდენციალურია, შესაბამისად, მას არ აქვს ცალკეულ შემთხვევებზე კომენტარის გაკეთების უფლება.

1974 წლის გაეროს „შტაბბინის შეთანხმების“ თანახმად, აშშ ზოგადად ვალდებულია გაეროს სხდომებზე დაუშვას უცხო ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. მაგრამ, ვაშინგტონის თქმით, მათ აქვთ უფლება უარი თქვან ვიზების გაცემაზე „უსაფრთხოების, ტერორიზმის და საგარეო პოლიტიკის“ საბაბით.

აშშ-მა სერგეი ლავროვს სანქციები 26 თებერვალს, უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით დაუწესა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო