erimedia_ravk/BUNI-iTVg.jpeg

რუსეთი არმიას გააძლიერებს - ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება

ამბები
რუსეთი არმიას გააძლიერებს - ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება
ამბები

რუსეთი არმიას გააძლიერებს - ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება

erimedia_ravk/BUNI-iTVg.jpeg
17 იან

2023 წლიდან 2026 წლამდე რუსულ არმიას ფართომასშტაბიანი ცვლილებები, კერძოდ, პერსონალის რაოდენობის ზრდა, ელოდება, ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა გადაწყვიტა შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდა მილიონნახევარ სამხედრო მოსამსახურემდე“, - აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებაში, რომელსაც პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ადმინისტრაციული რეფორმების გატარების გარდა, გააძლიერებს საზღვაო, საჰაერო კოსმოსური და სტრატეგიული სარაკეტო ძალების საბრძოლო შესაძლებლობებს.

სერგეი შოიგუმ ასევე ისაუბრა საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებით ჯარების დაკომპლექტების, ასევე საწვრთნელი პოლიგონების რაოდენობის გაზრდის, მათ შორის რუსეთის ე.წ. „ახალ ტერიტორიებზე“, მნიშვნელობაზე და ჯარის საჭიროებების შესაბამისად სასწავლო პროგრამების გადახედვის აუცილებლობაზე.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო