რუსეთი ჩრდილოეთ კორეასთან ორმხრივ ურთიერთობებს განავითარებს

ამბები/ წყარო: 1tv.ge
რუსეთი ჩრდილოეთ კორეასთან ორმხრივ ურთიერთობებს განავითარებს
ამბებიწყარო: 1tv.ge

რუსეთი ჩრდილოეთ კორეასთან ორმხრივ ურთიერთობებს განავითარებს

15 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/RtV5lxiVg.jpeg

რუსეთი ჩრდილოეთ კორეასთან ორმხრივ ურთიერთობებს განავითარებს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ჩრდილოეთ კორეის გათავისუფლების დღესთან დაკავშირებით კიმ ჩენ ინისთვის ​გაგზავნილ წერილში, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ სულ უფრო მჭიდრო კავშირების განვითარება ორივე ქვეყნის ინტერესებშია და კორეის ნახევარკუნძულსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში უსაფრთხოების განმტკიცებას დაეხმარება. საპასუხო წერილში კიმ ჩენ ინი აღნიშნავს, რომ მოსკოვსა და ფხენიანს შორის მეგობრობას მეორე მსოფლიო ომის დროს, იაპონიაზე გამარჯვებით ჩაეყარა საფუძველი. „მას შემდეგ კი, სხვა დონეზე გადავიდა სტრატეგიული და ტაქტიკური თანამშრომლობა, მხარდაჭერა და სოლიდარობა“, – აღნიშნავს კიმ ჩენ ინი. ავტორი - სალომე თორაძე

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო