რუსეთის, ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა მოქალაქეებს უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე სოფლების დატოვებისკენ მოუწოდა
13 სექტემბერი, 2022

უკრაინის ხარკოვის ოლქის მოსაზღვრე, რუსეთის რეგიონის, ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა მშვიდობიან მოქალაქეებს უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე სოფლების დატოვებისკენ კვლავ მოუწოდა.
გლადკოვმა „ტელეგრამის“ არხზე განაცხადა, რომ ის სოფელ ჟურავლევკაში იმყოფებოდა, სადაც ვითარება "რთულია, მაგრამ ყველა სერვისი ადგილზეა", მათ შორის სამართალდამცავები და მესაზღვრეები.
„ჩვენ ვაგრძელებთ ადამიანების დარწმუნებას, რომლებიც ჯერ კიდევ ჟურავლევკაში და ნეხოტეევკაში რჩებიან, დროებით დატოვონ თავიანთი სახლები“, - დასძინა გლადკოვმა.
მედიის ცნობით, საზღვრის გასწვრივ დაბომბვამ ორივე მხარის დასახლებები დააზიანა.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო