რუსეთის ელჩი - კრემლმა უნდა იმუშაოს „თალიბანთან“, სადაც ეს ჩვენს ინტერესებს შეესაბამება
15 აგვისტო, 2022

რუსეთის ელჩი ავღანეთში, დიმიტრი ჟირნოვი აცხადებს, რომ მოსკოვმა უნდა ითანამშრომლოს „თალიბანთან“ იმ სფეროში, სადაც თანამშრომლობა მის ინტერესებს შეესაბამება.
„თალიბანი“, როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა გვქონდეს მათ მიმართ, არის რეალობა, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელია, ამიტომ, ჩვენ მათთან უნდა ვიმუშაოთ იქ, სადაც ეს ჩვენს ინტერესებს შეესაბამება და სადაც ეს საჭიროა რუსეთის წინაშე არსებული პრობლემების გადასაჭრელად“, - აღნიშნა ელჩმა.
მისი თქმით, ავღანეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს დელეგაციასა და რუს პარტნიორებს შორის მოსკოვში მოლაპარაკებები გაიმართება.
შეგახსენებთ, დაჯგუფება „თალიბანმა“ ერთი წლის წინ ავღანეთზე კონტროლი მას შემდეგ დაიბრუნა, რაც საერთაშორისო ძალებმა, აშშ-ის მეთაურობით, ქვეყანა დატოვეს
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო
