რუსეთის მიერ ე.წ. რეფერენდუმების ჩატარების გამო, უკრაინამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვა მოითხოვა
25 სექტემბერი, 2022
რუსეთის მხრიდან ე.წ. რეფერენდუმების ჩატარების გამო, უკრაინამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვა მოითხოვა. აღნიშნულის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა.
„უკრაინამ მოითხოვა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სასწრაფო სხდომის გამართვა, რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცრუ რეფერენდუმების გამართვასთან დაკავშირებით. რუსეთმა პასუხი უნდა აგოს, გაერო-ს წესდების დარღვევით უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლის შემდგომი მცდელობებისთვის“, – წერს ნიკოლენკო „ტვიტერში“.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო