რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების ფარგლებში ხმის მიცემის პროცესი დაიწყო
23 სექტემბერი, 2022

დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში, ასევე ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, რეგიონების მომავლის შესახებ, ე.წ. რეფერენდუმი დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ "რია ნოვოსტი" ავრცელებს.
ხმის მიცემა ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება. სამშაბათს ის საარჩევნო უბნებზე ჩატარდება, მანამდე კი, უსაფრთხოების მიზნით, საცხოვრებლების მიმდებარე ტერიტორიებზე და განაცხადის შემთხვევაში, სახლში მიტანით.
საარჩევნო უბნებმა მუშაობა დილის 08:00 საათიდან დაიწყეს. კომისიის წევრები ხმების შესაგროვებლად მისამართებზე გადიან. სამშაბათს ხმის მიცემის ყველა მსურველისთვის 394 უბანი გაიხსნება.
გარდა ამისა, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ხმის მიცემის უბნები რუსეთის ფედერაციის ზოგიერთ ქალაქშიც გაიხსნა.
უკრაინისა და დასავლეთის ქვეყნების განცხადებით, "რეფერენდუმი" უკანონო და ყალბი პროცესია და მის შედეგებს არ აღიარებენ.