რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ტურისტული ვიზების გაცემა სავარაუდოდ შემდეგი კვირიდან გამკაცრდება

ამბები/ წყარო: 1tv.ge
რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ტურისტული ვიზების გაცემა სავარაუდოდ შემდეგი კვირიდან გამკაცრდება
ამბებიწყარო: 1tv.ge

რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ტურისტული ვიზების გაცემა სავარაუდოდ შემდეგი კვირიდან გამკაცრდება

6 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/zzoLt5M4R.jpeg

რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ტურისტული ვიზების გაცემა სავარაუდოდ შემდეგი კვირიდან გამკაცრდება. ინფორმაციას „ევროაქტივი“ ავრცელებს.

როგორც ევროკომისიაში აცხადებენ, ისინი ელოდებიან, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები სწრაფად დაუჭერენ მხარს ინიციატივას, რომელიც გასულ კვირას, პრაღაში საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ სხდომაზე წარადგინეს.

„რუსეთის მოქალაქეებს ევროკავშირში იოლად შესვლა არ უნდა შეეძლოთ“, – განაცხადა საშინაო საქმეთა საკითხებში ევროკომისარმა, ივა იოჰანსონმა.

ევროკომისიის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებული გეგმის მიხედვით, რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმება შეჩერდება. შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო განაცხადის შევსებისას მოსაკრებელი 35-ის ნაცვლად 80 ევრო იქნება. ვიზების გაცემის სტანდარტული ვადა 10-დან 15 დღემდე გახანგრძლივდება, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში 45 დღესაც კი შეადგენს. ასევე, შეიზღუდება მრავალჯერადი ვიზების გაცემა. რუსეთის მოქალაქეებს ვიზების მისაღებად გაცილებით მეტი დოკუმენტაციის წარდგენა მოუხდებათ. ამასთან, გამონაკლისით ისარგებლებენ რუსეთის ის მოქალაქეები, რომელთაც ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქეობის მქონე ნათესავები ჰყავთ. ასევე ჟურნალისტები, დისიდენტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ევროკომისია ასევე გამოვიდა ინიციატივით, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა არ აღიარონ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში გაცემული პასპორტები.

ავტორი - ლევან ახალაია

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო