erimedia_ravk/g-hhxWS4R.jpeg

რუსეთის პასუხი იქნება მკაცრი! - ვლადიმერ პუტინი განცხადებას ავრცელებს

ამბები
რუსეთის პასუხი იქნება მკაცრი! - ვლადიმერ პუტინი განცხადებას ავრცელებს
ამბები

რუსეთის პასუხი იქნება მკაცრი! - ვლადიმერ პუტინი განცხადებას ავრცელებს

erimedia_ravk/g-hhxWS4R.jpeg
10 ოქტ

ჩვენს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების განხორციელების მცდელობები თუ გაგრძელდება, რუსეთის პასუხი იქნება მკაცრი, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე საუბრისას.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსულმა ჯარებმა მასიური დარტყმა მიაყენეს უკრაინაში ენერგეტიკულ, სამხედრო სარდლობასა და საკომუნიკაციო ობიექტებს.

"თუ ჩვენს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების განხორციელების მცდელობები გაგრძელდება, რუსეთის პასუხი მასშტაბებით გათანაბრებული იქნება რუსეთის ფედერაციისთვის შექმნილი საფრთხის დონესთან. ამაში ეჭვი არავის უნდა შეეპაროს“, – განაცხადა პუტინმა.

თავის მხრივ უკრაინის პრემიერ-მინისტრის დენის შმიჰალის თქმით, საუბარია რვა რეგიონში მინიმუმ თერთმეტი მნიშვნელოვანი ობიექტის დაზიანებაზე, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ელექტროენერგიის გათიშვა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქების უკან კიევის რეჟიმი დგას. პუტინი მიიჩნევს, რომ კიევის რეჟიმმა თავისი ქმედებებით საკუთარი თავი გაათანაბრა საერთაშორისო ტერორისტულ ფორმირებებთან.

„კრიმინალისტიკური და სხვადასხვა ექსპერტიზა, ასევე მოწოდებული ოპერატიული ინფორმაცია ცხადჰყოფს, რომ აფეთქებები, რომლებიც მოხდა 8 ოქტომბერს, არის ტერორისტული აქტი, რომელიც მიმართული იყო რუსეთის მნიშვნელოვანი სამოქალაქო კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებისკენ. ნათელია, რომ ამ ტერაქტის შემკვეთები, ორგანიზატორები და შემსრულებლები არიან უკრაინული სპეცსამსახურები", - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის სპეცსამსახურები ასევე სხვა განხორციელებულ ტერაქტებშიც დაადანაშაულა. მისი თქმით, უკრაინის მხარემ განახორციელა სამი ტერაქტი რუსეთის კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე, რამაც არაერთხელ დაარღვია ელექტროსადგურის მაღალი ძაბვის ხაზები. მიუხედავად ამისა, მიღებული ზომებით, ზარალი უმოკლეს დროში აღმოიფხვრა, რაიმე სერიოზული შედეგი არ მოჰყვება.

უკრაინის დედაქალაქ კიევსა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აფეთქებები ამ დრომდე გრძელდება. ავიაიერიში განხორციელდა ლვოვზეც. პარალელურად, აფეთქებების ხმა ისმის დნეპროპეტროვსკში, ხმელნიცკსა და ჟიტომირში. უკრაინული მედია წერს, რომ აღნიშნულ ქალაქებში საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობს. ამ დრომდე მთელი უკრაინის მასშტაბით საჰაერო განგაშია გამოცხადებული.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო