რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე კონტროლს აძლიერებს

ამბები
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე კონტროლს აძლიერებს
ამბები

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე კონტროლს აძლიერებს

26 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/88k_Wg4VR.jpeg

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს გავრცელებულ ცნობას, რომ ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის მიმართულებით ჯავშანტრანსპორტიორი მიემართება, რომელიც საზღვარზე წესრიგის უზრუნველსაყოფად არის განკუთვნილი.

„ჯავშანტრანსპორტიორი მიემართება არა ბლოკ-პოსტების მოსაწყობად, არამედ, უხეშად რომ ვთქვათ, რეზერვია გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის, თუ რეზერვისტები მოინდომებენ გამშვები პუნქტის გარღვევას და ქვეყნის ყოველგვარი სასაზღვრო ფორმალობების გარეშე დატოვებას. არავითარი ბლოკ-პოსტების განთავსებას არ ვაპირებთ.

საკონტროლო გამშვები პუნქტი საშტატო რეჟიმში მუშაობს, არავითარი შეზღუდვა გაწვევის ასაკის მქონე მამრობითი სქესის მოქალაქეების გასვლაზე არ შემოღებულა“, – აცხადებს რუსეთის სასაზღვრო სამმართველოს თანამშრომელი.

როგორც კრემლში აცხადებენ, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების და ქვეყნის დატოვების მოლოდინში მყოფი ავტომობილების გრძელი რიგების ფონზე, რუსეთის ხელისუფლებას საზღვრების დაკეტვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია.

"არაფერი ვიცი ამის შესახებ. ამ დროისთვის ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის", - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.

ამასთან, როგორც „ბიბისი“ წერს, რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, აქტიურად ვრცელდება ხმები, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა, საომარი მდგომარეობა გამოაცხადოს და საზღვრები ჩაკეტოს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო