erimedia_ravk/sD3MYxZIR.jpeg

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა სომხეთის გადაწყვეტილებას რომის სტატუტის რატიფიცირების შესახებ, რუსეთის ფედერაციის მიმართ „მტრული“ ნაბიჯი უწოდა

ამბები
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა სომხეთის გადაწყვეტილებას რომის სტატუტის რატიფიცირების შესახებ, რუსეთის ფედერაციის მიმართ „მტრული“ ნაბიჯი უწოდა
ამბები

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა სომხეთის გადაწყვეტილებას რომის სტატუტის რატიფიცირების შესახებ, რუსეთის ფედერაციის მიმართ „მტრული“ ნაბიჯი უწოდა

erimedia_ravk/sD3MYxZIR.jpeg
29 სექ

მოსკოვი არ მიესალმება ერევნის განზრახვას შეუერთდეს რომის სტატუტს, ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.

"სომხეთში ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენ არ ვართ რომის სტატუსის მონაწილეები, ასევე სომხეთში ძალიან კარგად იციან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრების განკარგულების შესახებ, რომელიც სწორედ ამ სტატუსის საფუძველზე მიიღეს. ჩვენ ვიცით, რომ ერევანისთვის ამის შესახებ ძალიან კარგად არის ცნობილი. ეს არ არის ის, რასაც ჩვენ მივესალმებით", - აღნიშნა პესკოვმა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანის თქმით, სომხეთის ხელისუფლების ასეთი გადაწყვეტილება არის „უკიდურესად მტრული“ რუსეთის მიმართ. მან ასევე განაცხადა, რომ პუტინი უახლოეს მომავალში სომხეთში ვიზიტს არ გეგმავს.

ცნობისთვის, რომის სტატუტი არის ხელშეკრულება, რომელმაც დააარსა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო. ამ სასამართლოს კი გაცემული აქვს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი. რუსეთი არ არის მიერთებული რომის სტატუტს. სომხეთის საპარლამენტო კომისიამ დადებითი დასკვნა გასცა რომის სტატუტის რატიფიცირების საკითხზე და საერთაშორისო ხელშეკრულება სომხეთის საკანონმდებლო ორგანოს დღის წესრიგში შეიტანეს. ამასთან, სომხეთში განაცხადეს, რომ რუსეთს შესთავაზეს ორმხრივი შეთანხმების გაფორმება, რომელიც რომის სტატუტის მოქმედებას შეეხება. კრემლში განაცხადეს, რომ ამ შეთავაზებას არ იცნობენ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
უკრაინის ყველა საპარლამენტო პარტია შეთანხმდა, რომ მომავალი არჩევნები მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ჩატარდება
იერუსალიმში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა
ქალაქ ალმათიში, ჰოსტელში ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა
Reuters - პუტინი არ შეწყვეტს ომს უკრაინაში იქამდე, ვიდრე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ გახდება ცნობილი
The Washington Post - უკრაინისთვის გამოყოფილი ამერიკული სამხედრო დახმარების დაახლოებით 90% აშშ-ში რჩება
Სარეკლამო
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი გარდაიცვალა
ფინეთი რუსეთთან ბოლო გამშვებ პუნქტს კეტავს
სერგეი შამბას განცხადება
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავი გახანგრძლივდა
განხეთილება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“
მეტის ჩვენება
Სარეკლამო