რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა

ამბები
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა
ამბები

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა

8 ოქტ

erimedia_ravk/dbl-t6V4g.jpeg

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა. წინასწარი მონაცემებით, ისინი იმ მსუბუქი ავტომობილის მგზავრები არიან, რომელიც აფეთქების მომენტში სატვირთო მანქანის მახლობლად იმყოფებოდა.

გამომძიებლებმა ასევე დაადგინეს სატვირთო ავტომობილისა და მისი მფლობელის მონაცემები - ესაა რუსეთის კრასნოდარის მხარის მაცხოვრებელი. როგორც იტყობინებიან, მის საცხოვრებელ ადგილზე საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი ბორის იუსუბოვის სახელზეა რეგისტრირებული. ნათესავების თქმით, მან ავტომობილი გაყიდა, მაგრამ მფლობელმა ის საკუთარ სახელზე არ გადააფორმა.

შეგახსენებთ, რომ ყირიმის ხიდზე, რომელიც ნახევარკუნძულს რუსეთთან აკავშირებს, შაბათ დილით აფეთქება მოხდა. შედეგად ძლიერი ხანძარი გაჩნდა, ხოლო, საავტომობილო ხიდის ნაწილი ჩაინგრა. რუსეთში აფეთქებასთან დაკავშირებით სამთავრობო საგამოძიებო კომისია შეიქმნა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო