erimedia_ravk/--xjNqRSR.jpeg

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ტვერის ოლქში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად ევგენი პრიგოჟინის დაღუპვა ოფიციალურად დაადასტურა

ამბები
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ტვერის ოლქში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად ევგენი პრიგოჟინის დაღუპვა ოფიციალურად დაადასტურა
ამბები

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ტვერის ოლქში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად ევგენი პრიგოჟინის დაღუპვა ოფიციალურად დაადასტურა

erimedia_ravk/--xjNqRSR.jpeg
27 აგვ

ტვერის ოლქში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული ათივე ადამიანის ვინაობა შეესაბამება ფრენის ფურცელში მითითებულ სახელობით სიას. ინფორმაციას ამის შესახებ მედია საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ტვერის ოლქში მომხდარი ავიაკატასტროფის გამოძიების ფარგლებში დასრულდა მოლეკულური გენეტიკური გამოკვლევები. მათი შედეგების მიხედვით, ათივე გარდაცვლილის ვინაობა დადგენილია, ისინი შეესაბამება ფრენის ფურცელში მითითებულ სიას", - აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ კერძო თვითმფრინავი Embraer Legacy ოთხშაბათს საღამოს ტვერის ოლქში, კუჟენკინოს დასახლებული პუნქტის მახლობლად ჩამოვარდა. ბორტზე ათი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის სამი წევრი. ავიაკატასტროფის შედეგად ათივე მათგანი დაიღუპა. დაღუპულებს შორის არიან სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელები ევგენი პრიგოჟინი და დიმიტრი უტკინი.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო