რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - დასავლეთის მუქარა არ შეცვლის რუსეთის მიზნებსა და ამოცანას
23 სექტემბერი, 2022
ევროკავშირის ან სხვა დასავლური ქვეყნების მხრიდან არანაირი მუქარა არ შეცვლის რუსეთის გადაწყვეტილებას, განახორციელოს „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ყველა მიზანი და ამოცანები. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„ევროკავშირის ან დასავლეთის სხვა ქვეყნების მუქარა არ შეცვლის ჩვენს გადაწყვეტილებას, განვახორციელოთ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა მიზანი და ამოცანები და უზრუნველვყოთ რუსეთის მოსახლეობის დაცვა“, - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ რეფერენდუმი ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში, ასევე ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებში, სრულად შეესაბამება საერთაშორისო კანონმდებლობას და წარმოადგენს ამ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ლეგიტიმური უფლებების რეალიზებას თვითგამორკვევის საკითხში.