რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი - საქართველოსთვის „არსებითი მხარდაჭერის“ მომხრეებმა უნდა გააცნობიერონ, რომ თბილისსა და ნატო-ს შორის თანამშრომლობის ფუნდამენტურ მომენტებს სერიოზულად გავითვალისწინებთ

ამბები/ წყარო: 1tv.ge
რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი - საქართველოსთვის „არსებითი მხარდაჭერის“ მომხრეებმა უნდა გააცნობიერონ, რომ თბილისსა და ნატო-ს შორის თანამშრომლობის ფუნდამენტურ მომენტებს სერიოზულად გავითვალისწინებთ
ამბებიწყარო: 1tv.ge

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი - საქართველოსთვის „არსებითი მხარდაჭერის“ მომხრეებმა უნდა გააცნობიერონ, რომ თბილისსა და ნატო-ს შორის თანამშრომლობის ფუნდამენტურ მომენტებს სერიოზულად გავითვალისწინებთ

14 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/SLyz-zn4R.webp

მოსკოვმა ყურადღება გაამახვილა, რომ საქართველოში „ღირსეული პარტნიორი 2022“-ზე ევროპიდან ნატო-ს მძიმე სამხედრო ტექნიკის გადასროლა პრაქტიკაში განხორციელდა, – ამის შესახებ რუსულ მედიასთან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის დეპარტამენტის დირექტორმა, დენის გონჩარმა განაცხადა.

რუსი დიპლომატის თქმით, სამხედრო ტექნიკის გადასროლა ამჯერად სახმელეთო გზით თურქეთის გავლით მოხდა.

დენის გონჩარის განცხადებით, მოსკოვი საქართველოს ნატო-ში შეყვანის მიმდინარე კურსს და მის თანმხლებ საქმიანობას, მათ შორის, ქვეყნის თანამედროვე ტიპის იარაღით შევსებას და თავის ტერიტორიაზე აშშ-სა და ალიანსის ქვეყნების მონაწილეობით რეგულარული სამხედრო წვრთნების ჩატარებას, აფასებს არა მხოლოდ რუსეთისა და მისი მოკავშირეების ინტერესების გამოწვევად რეგიონში, არამედ სერიოზულ საფრთხედ სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის მთელ სამხრეთ კავკასიაში.

„საქართველოსთვის „არსებითი მხარდაჭერის“ მომხრეებმა უნდა იცოდნენ პასუხისმგებლობის ზომა და გააცნობიერონ, რომ თბილისსა და ნატო-ს შორის თანამშრომლობის განვითარების ფუნდამენტურ მომენტებს ყველაზე სერიოზულად გავითვალისწინებთ“, – აღნიშნა დენის გონჩარმა.

ავტორი - გივი ბარამიძე

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო