რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - ყირიმში საბრძოლო მასალის აფეთქების მიზეზი დივერსია იყო
16 აგვისტო, 2022

ყირიმის ჯანკოის რაიონში მდებარე სამხედრო საცავში საბრძოლო მასალის აფეთქება დივერსიის გამო მოხდა, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.
„16 აგვისტოს დილით, დივერსიის შედეგად, დაზიანდა სამხედრო საწყობი ჯანკოის დასახლებასთან“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად სერიოზულად არავინ დაშავებულა.
თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ „დივერსიის შედეგების აღმოსაფხვრელად“ საჭირო ღონისძიებები ტარდება.
ამასთან, უწყების ცნობით, დაზიანდა სამოქალაქო ობიექტები: ელექტროგადამცემი ხაზები, ელექტროსადგურები, რკინიგზის ლიანდაგები და საცხოვრებელი სახლები.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო
