რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ორდღიანი ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა

ამბები/ წყარო: 1tv.ge
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ორდღიანი ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა
ამბებიწყარო: 1tv.ge

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ორდღიანი ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა

18 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/vdtcfOn4R.jpeg

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ორდღიანი ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

საგარეო უწყების ცნობით, ნიკოლაი პატრუშევი ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ჩინეთ-რუსეთის სტრატეგიული უსაფრთხოების რიგით მე-17 კონსულტაციებს და ჩინეთ-რუსეთის უსაფრთხოების ძალების თანამშრომლობის რიგით მე-7 შეხვედრას დაესწრება.

როგორც „როიტერი“ წერს, პატრუშევის ჩინეთში ვიზიტი განხორციელდა უზბეკეთში „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტის ფარგლებში, ვლადიმერ პუტინსა და სი ძინპინს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ. სააგენტო აღნიშნავს, რომ ჩინეთი თავს იკავებს უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაგმობისგან და ამასთან, არ უწოდებს მას შეჭრას კრემლის მსგავსად, რომელიც უკრაინაში აგრესიას სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უწოდებს.

ავტორი - გიორგი აფხაიძე

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო