რუსეთის ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ მარიუპოლში, ქარხანა „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე ტექნოპარკი მოეწყობა

ამბები/ წყარო: 1tv.ge
რუსეთის ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ მარიუპოლში, ქარხანა „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე ტექნოპარკი მოეწყობა
ამბებიწყარო: 1tv.ge

რუსეთის ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ მარიუპოლში, ქარხანა „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე ტექნოპარკი მოეწყობა

1 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/SnW38Tk4R.jpeg

რუსეთის ვიცე-პრემიერი მარატ ხუსნულინი აცხადებს, რომ მარიუპოლში მდებარე მეტალურგიული ქარხანა „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე ტექნოპარკი მოეწყობა. ამის შესახებ ხუსნულინმა რუსულ მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, საწარმოზე სამუშაო ადგილები შენარჩუნდება. რუსეთის ვიცე-პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ 2025 წლისთვის ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა 350 ათასამდე გაიზრდება. შეგახსენებთ, უკრაინის ხელისუფლების ცნობით, აზოვის ზღვისპირას მდებარე ქალაქ მარიუპოლში, რომელიც რუსეთის ძალებს აქვთ ოკუპირებული, ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების შედეგად შენობების 90% დანგრეულია. ქალაქში დარჩენილია 150 ათასამდე ადამიანი. ამ დრომდე ქალაქის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია, წყალი და ბუნებრივი აირი არ მიეწოდება, ადგილობრივების ნაწილი კვლავ სარდაფებში ცხოვრობს და საკვებს გარეთ დანთებულ ცეცხლზე ამზადებს. მარიუპოლის დამცველებმა რამდენიმეთვიანი ბლოკადის შემდეგ „აზოვსტალის“ ქარხანა მაისის შუა რიცხვებში დატოვეს. მათი დიდი ნაწილი ამ დრომდე რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა დაკავებული. ავტორი - ქეთი ჩოხელი

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო