erimedia_ravk/KVE0ns4Sg.jpeg

რუსეთმა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ შეთანხმება დატოვა

ამბები
რუსეთმა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ შეთანხმება დატოვა
ამბები

რუსეთმა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ შეთანხმება დატოვა

erimedia_ravk/KVE0ns4Sg.jpeg
7 ნოე

რუსეთი ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ შეთანხმებიდან გავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

აღნიშნული შეთანხმება სამხედრო ტექნიკაზე, მათ შორის ტანკებზე, არტილერიაზე, ვერტმფრენებსა და თვითმფრინავებზე აწესებდა კვოტებს.

როგორც რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ მოსკოვისთვის ძალას კარგავს 1990 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმიც, რომლითაც უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები მისცეს.

ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ შეთანხმება 1990 წლის 19 ნოემბერს გაფორმდა ნატო-ს 16 წევრ სახელმწიფოსა და ვარშავის შეთანხმების ორგანიზაციაში შემავალ ექვს ქვეყანას შორის.

რუსეთმა ამ შეთანხმების რატიფიცირება 1992 წელს მოახდინა, ხოლო 2007 წლის ივლისში მისი მოქმედება შეაჩერა. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმების შეჩერება პუტინის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე წარმოთქმული სიტყვის შესაბამისად მოხდა. 2007 წელს რუსეთის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ხისტად გააკრიტიკა აშშ და ერთპოლუსიანი სამყაროს მოდელი, რაც რუსთის საგარეო პოლიტიკურ კურსში მნიშვნელოვანი ცვლილებების წინაპირობა გახდა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
უკრაინის ყველა საპარლამენტო პარტია შეთანხმდა, რომ მომავალი არჩევნები მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ჩატარდება
იერუსალიმში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა
ქალაქ ალმათიში, ჰოსტელში ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა
Reuters - პუტინი არ შეწყვეტს ომს უკრაინაში იქამდე, ვიდრე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ გახდება ცნობილი
The Washington Post - უკრაინისთვის გამოყოფილი ამერიკული სამხედრო დახმარების დაახლოებით 90% აშშ-ში რჩება
Სარეკლამო
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი გარდაიცვალა
ფინეთი რუსეთთან ბოლო გამშვებ პუნქტს კეტავს
სერგეი შამბას განცხადება
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავი გახანგრძლივდა
განხეთილება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“
მეტის ჩვენება
Სარეკლამო